კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანია გაცნობოთ, თუ როგორ ამუშავებს, ინახავს და იცავს შპს ეკო ჯენერეიშენ ს/კ: 405 303 069 თავისი ონლაინ პლატფორმის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს ვებგვერდზე მომსახურების გაწევის, პროდუქციის შეკვეთისა და მიწოდების პროცესში.

მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები:

  • კომპანიის დასახელება: შპს ეკო ჯენერეიშენ (ს/კ: 405 303 069)
  • იურიდიული მისამართი: საქართველო , თბილისი , საბურთალოს რაიონი , ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი , N35 ბ , ბინა 8
  • ელექტრონული ფოსტა: info@ecogeneration.ge

·       ვებგვერდი: https://ecogeneration.ge

1. რა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ?

ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთჯერადი გარემოსთან ეკომეგობრული ჭურჭლის შეკვეთის, შეძენისა და ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, კომპანია ამუშავებს შემდეგ მონაცემებს:

  • მომხმარებლის სახელი, გვარი; პირადი ნომერი
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა;
  • მიწოდების მისამართი (პროდუქციის კურიერის მიერ ჩასაბარებლად);
  • შესყიდვების ისტორია და შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობა;
  • გადახდის ოპერაციების სტატუსი (კომპანია არ ინახავს თქვენი საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს. ანგარიშსწორება ხდება პარტნიორი ბანკის ან/და ელექტრონული კომერციის სერვისის მომწოდებლის უსაფრთხო პლატფორმის მეშვეობით).

2. მონაცემთა დამუშავების მიზნები და საფუძვლები

თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის:

  • გადახდის შესრულება და შეკვეთის მართვა: ვებგვერდზე განთავსებული შეკვეთების მიღება, დამუშავება, მომხმარებელთან დაკავშირება და საკურიერო სერვისის გამოყენებით პროდუქციის მიწოდება ან/და უკან დაბრუნება;
  • ფინანსური აღრიცხვა: გადახდების, ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების გენერირებისა და თანხის უკან დაბრუნების პროცესების მართვა;
  • კომუნიკაცია და მხარდაჭერა: მომხმარებლისათვის შეკვეთის სტატუსის შესახებ საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დახმარების გაწევა;
  • კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები: საქართველოს საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

3. მონაცემთა გაზიარება მესამე მხარეებზე (პარტნიორები)

ძირითადი საქმიანობისა და ლოგისტიკის ეფექტურად განხორციელების მიზნით, კომპანია იყენებს მესამე მხარეების მომსახურებას და გადასცემს მონაცემებს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად:

  1. საბანკო ან/და გადახდის/მერჩანტი პროვაიდერები:  შპს „თიფეი“ (ს/კ 402291220), ტრანზაქციების უსაფრთხოდ შესასრულებლად;
  2. საკურიერო და ლოგისტიკური კომპანიები: პროდუქციის ადგილზე მიწოდების მიზნით, მონაცემები (სახელი, ნომერი, მისამართი) გადაეცემა ერთ-ერთ შემდეგ პარტნიორს:
    • შპს „ქვიქშიპერი“ (ს/კ: 405547877);
    • ან/და სხვა საკურიერო სერვისს:
  3. საკომუნიკაციო სერვისები: შეკვეთის სტატუსის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო SMS ან ელექტრონული შეტყობინებების გამოსაგზავნად, მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს უშუალოდ კომპანიის პარტნიორი საგადასახადო/საკურიერო პლატფორმების ან შესაბამისი ავტორიზებული საკომუნიკაციო პროვაიდერების მეშვეობით.
  4. სახელმწიფო ორგანოები: სამართალდამცავ და საგადასახადო ორგანოებზე მონაცემთა გადაცემა ხდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. მონაცემთა უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები

შპს ეკო ჯენერეიშენ, მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე. ჩვენ მიერ მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები არაუფლებამოსილი წვდომის, მონაცემთა დაკარგვის, შეცვლის ან განადგურების პრევენციისთვის. მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ ავტორიზებულ თანამშრომლებს, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ უშუალო სამსახურებრივი მოვალეობის (შეკვეთის დამუშავება, ტრანსპორტირება) შესასრულებლად, რაც მინიმუმამდე დაყვანს შესაძლო რისკებს.

5. მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:

  • მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ და მოითხოვოთ მათი ასლები;
  • მოითხოვოთ არასწორი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება (თუ არ არსებობს მათი შენახვის სხვა კანონიერი ან საგადასახადო საფუძველი);
  • მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა (დამუშავების დროებითი შეჩერება, რაც არ ეხება შენახვის უფლებას);
  • მოითხოვოთ მონაცემთა გადატანა (სტრუქტურიზებული, მექანიკურად წაკითხვადი ფორმატით მიღება ან სხვა პირისთვის გადაცემა, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია);
  • ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე უკან გამოიხმოთ თქვენ მიერ მარკეტინგზე გაცემული თანხმობა.

აღნიშნული უფლებებით სარგებლობისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@ecogeneration.ge წერილს თან უნდა დაურთოთ თქვენი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა) უსაფრთხოების გადამოწმების მიზნით.

6. მონაცემთა შენახვის ვადები

კომპანია ინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვებგვერდზე თქვენი აქტიური ანგარიშის (Account) არსებობის განმავლობაში. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიშის გაუქმება და მონაცემთა წაშლა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ამისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/ecogeneration.ge/ან ელ-ფოსტაზე: info@ecogeneration.ge

ანგარიშის გაუქმების შემდგომ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება/შენახვა გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადისა და საგადასახადო ჩანაწერების შენახვის ვალდებულებებიდან გამომდინარე), ხოლო რაიმე სადავო საკითხის ან სამართლებრივი დავის არსებობისას — დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

7. პირდაპირი მარკეტინგი

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აქტიური ქმედებით (თანხმობის ღილაკის მონიშვნით) თანხმობას განუცხადებს კომპანიას, შპს ეკო ჯენერეიშენ პირდაპირი მარკეტინგის (ახალი პროდუქციის, ფასდაკლებებისა და აქციების შეთავაზების) მიზნით დაამუშავებს მომხმარებლის ტელეფონის ნომერს ან/და ელექტრონულ ფოსტას.

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, სრულიად უფასოდ თქვათ უარი მარკეტინგულ შეტყობინებებზე SMS-ში მითითებული კოდის (მაგალითად: SMS OFF) ან ელ-ფოსტაში არსებული UNSUBSCRIBE ფუნქციის გამოყენებით, ასევე საიტზე პირადი ანგარიშიდან ან Facebook ჩათში შეტყობინების გამოგზავნით.

თანხმობის გამოხმობის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა, კომპანია შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას მარკეტინგის მიზნით. ეს შეწყვეტა არ გულისხმობს, რომ მომხმარებელს არ მიუვა საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებები მისი მიმდინარე შეკვეთის სტატუსთან ან ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.

8. ცვლილებები პოლიტიკაში

წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და კომპანიის შიდა პროცედურების ცვლილების შესაბამისად. შპს ეკო ჯენერეიშენ უფლებამოსილია ასეთი ცვლილება განახორციელოს ცალმხრივად, ხოლო ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ აისახება ვებგვერდზე: https://ecogeneration.ge მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შესახებ მომხმარებლებს შესაძლოა დამატებით ეცნობოთ SMS-ის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.