მომსახურების პირობები

ვებგვერდით სარგებლობისა და მომსახურების პირობები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას (ხელშეკრულებას) მომხმარებელსა და შპს ეკო ჯენერეიშენ შორის. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ პირობებს ვებგვერდით (https://ecogeneration.ge) სარგებლობამდე, რეგისტრაციამდე ან პროდუქციის შეკვეთამდე.

ვებგვერდზე სტუმრობა, რეგისტრაცია ან ნებისმიერი პროდუქტის შეძენა ნიშნავს, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.

კომპანიის საიდენტიფიკაციო მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება: შპს ეკო ჯენერეიშენ
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 405 303 069
  • იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, N35 ბ, ბინა 8
  • ელექტრონული ფოსტა: info@ecogeneration.ge
  • ვებგვერდი: https://ecogeneration.ge

1. ტერმინთა განმარტება

  • კომპანია / ჩვენ – შპს ეკო ჯენერეიშენ (ს/კ: 405 303 069).
  • მომხმარებელი / თქვენ – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის კომერციული ობიექტები, კვების ობიექტები და სხვ.), რომელიც სტუმრობს ვებგვერდს, რეგისტრირდება მასზე ან ყიდულობს პროდუქციას.
  • ვებგვერდი – კომპანიის კუთვნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ფუნქციონირებს Shopify-ის ბაზაზე და ხელმისაწვდომია მისამართზე: https://ecogeneration.ge.
  • პროდუქცია – ვებგვერდზე გასაყიდად განთავსებული ერთჯერადი გარემოსთან ეკომეგობრული ჭურჭელი ერთჯერადი ხის ჩანგლები; ერთჯერადი ხის კოვზები; ერთჯერადი ხის დანები; ერთჯერადი ნაყინის კოვზები; ხის ყავისა და სასმელის მოსარევები; ერთჯერადი დესერტის კოვზები; ხის შამფურები; ხის ჩხირები და სხვა ხის აქსესუარები; ქაღალდის საწრუპები სხვადასხვა ზომისა და დიზაინის; შაქრის ლერწმის ბოჭკოს საწრუპები; სხვა სახის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი ერთჯერადი ჭურჭელი; ეკოლოგიურად სუფთა საკვები შეფუთვის მასალები; ერთჯერადი ეკომეგობრული სერვირების აქსესუარები; გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისი სხვა პროდუქცია და სხვა აქსესუარები).
  • მომსახურების პირობები – წინამდებარე დოკუმენტი, მასში შემავალი ყველა წესი, დანართი და პოლიტიკა.

2. ვებგვერდზე რეგისტრაცია და პირადი ანგარიში

  • ვებგვერდიდან პროდუქციის შესაძენად მომხმარებელი გადის რეგისტრაციას და ქმნის პირად ანგარიშს (Account).
  • რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური, ზუსტი და უტყუარი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მიწოდების მისამართი). მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განაახლოს ისინი პირად კაბინეტში.
  • მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მისი პირადი ანგარიშის პაროლის კონფიდენციალურობაზე. ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდება მომხმარებლის პროფილიდან, ითვლება პირადად ამ მომხმარებლის მიერ შესრულებულად.
  • თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ანგარიშზე არაუფლებამოსილი წვდომა განხორციელდა, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ აცნობოთ კომპანიას ელ-ფოსტაზე: info@ecogeneration.ge.

3. პროდუქციის შეკვეთა, ფასი და ანგარიშსწორება

  • ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის ფასები მითითებულია ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს (დღგ-ს ჩათვლით). ფასში არ შედის მიწოდების სერვისის ღირებულება, თუ საიტზე კონკრეტული აქციის ფარგლებში სხვა რამ არ არის მითითებული.
  • კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს პროდუქციის ასორტიმენტი, ხელმისაწვდომობა ან ფასები ვებგვერდზე.
  • ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ფორმით, საკრედიტო/სადებეტო ბარათის საშუალებით, კომპანიის პარტნიორი გადახდის პროვაიდერის — შპს „თიფეის“ (ს/კ 402291220) უსაფრთხო პლატფორმის მეშვეობით.
  • შეკვეთა ითვლება მიღებულად და დადასტურებულად მას შემდეგ, რაც მომხმარებელი წარმატებით დაასრულებს გადახდის პროცესს და ვებ გვერდზე/ ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონზე მიიღებს შესაბამის დასტურს.

4. მიწოდების პირობები (საკურიერო მომსახურება)

  • ვებგვერდზე შეძენილი პროდუქციის მიწოდებას კომპანია ახორციელებს პარტნიორი საკურიერო და ლოგისტიკური კომპანიების მეშვეობით (შპს „ქვიქშიპერი“ (ს/კ: 405547877) ან/და სხვა ავტორიზებული პროვაიდერები).
  • მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისას მითითებულ ზუსტ მისამართზე.
  • მიწოდების ვადები და ტარიფები დამოკიდებულია მიწოდების რეგიონზე, კონკრეტულ მისამართზე და მომხმარებლის მიერ არჩეულ სერვისზე, კერძოდ: სურს თუ არა შემკვეთს ამანათის (სწრაფი/ექსპრეს მიწოდებით) მიღება, თუ ირჩევს სტანდარტულ მიწოდებას (მაგალითად: მომდევნო სამუშაო დღეს ან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში). დეტალური ინფორმაცია ვადების შესახებ მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის დასრულებამდე ან/და შეკვეთის დადასტურებისას.
  • მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის ჩაბარებისას კურიერის თანდასწრებით ვიზუალურად შეამოწმოს ამანათის მთლიანობა და პროდუქციის რაოდენობრივი შესაბამისობა შეკვეთასთან.

5. პროდუქციის დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა

  • ვინაიდან შპს ეკო ჯენერეიშენ ყიდის ერთჯერადი გამოყენების პროდუქციას (ჭურჭელს, აქსესუარებს და სხვა საკუთნოებს), პროდუქციის უკან დაბრუნება ან შეცვლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
    1. მიწოდებული პროდუქცია არის დაზიანებული, ქარხნული წუნის მქონე ან არ შეესაბამება შეკვეთილ მოდელს/რაოდენობას.
    2. პროდუქტის შეფუთვა არის სრულიად დაუზიანებელი, ორიგინალ მდგომარეობაში და არ არის გახსნილი (ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით).
  • ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს კომპანიას მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის ვადაში ელ-ფოსტაზე (info@ecogeneration.ge) და წარადგინოს ხარვეზის დამადასტურებელი ფოტო/ვიდეო მასალა.
  • საფუძვლიანი პრეტენზიის შემთხვევაში, კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს პროდუქციის შეცვლას ან გადახდილი თანხის მომხმარებლისათვის უკან დაბრუნებას გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა).

6. ინტელექტუალური საკუთრება

  • ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა, მათ შორის: ლოგო, სასაქონლო ნიშნები, ტექსტები, გრაფიკა, დიზაინი, ფოტოები, კოდი და პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს შპს ეკო ჯენერეიშენ-ის ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით ინტელექტუალური საკუთრების შესახებ.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება გადააკოპიროს, გაავრცელოს, შეცვალოს, გამოაქვეყნოს ან ნებისმიერი კომერციული მიზნით გამოიყენოს ვებგვერდზე არსებული კონტენტი კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებგვერდის მუშაობის დროებით შეფერხებებზე ან ხარვეზებზე, რომლებიც გამოწვეულია ელექტრონული კომერციის პლატფორმის (Shopify), ტექნიკური ან ჰოსტინგ პროვაიდერების ხარვეზებით, ინტერნეტ-კავშირის წყვეტით ან ფორსმაჟორული გარემოებებით (სტიქია, გაფიცვა, ომი და სხვ.).
  • კომპანია არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასწორი პირადი; საკონტაქტო ან მიწოდების მონაცემების მითითებით.
  • კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ პროდუქციის ხარისხზე მის ქარხნულ შეფუთვაში. პროდუქციის არასწორი ან არაჰიგიენური პირობებით შენახვის/გამოყენების შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

8. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები

  • მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

9. მოქმედების ვადა და ცვლილებები პირობებში

  • წინამდებარე პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობისთანავე და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის/ურთიერთობის სრულ დასრულებამდე.
  • კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ან დამატებები ამ პირობებში. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე (https://ecogeneration.ge) გამოქვეყნებისთანავე.
  • ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას განახლებულ პირობებზე.

10. დავების გადაწყვეტა და მოქმედი სამართალი

  • წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ნებისმიერი უთანხმოება ან დავა მხარეებს შორის წყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები, კანონმდებლობით დადგენილი იურისდიქციის მიხედვით.